დანიშნულება
პერფერატორი „DNIPRO–M“ RH-100Q შექმნილია სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების ფართო სპექტრის შესრულებისთვის. მოცემული მოდელი გამოიყენება 4-26 მმ დიამეტრის ხვრელების საბურღი სამუშაოებისთვის ბეტონში, ქვაში, აგურში. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მინერალური ზედაპირების სადემონტაჟო სამუშაოებისთვის: ბათქაში, აგური, ბეტონი, ტროტუარის ფილები და სხვა.
უნივერსალურობა
მუშაობის სამი რეჟიმის არსებობის დამსახურებით (ბურღვა, ბურღვა ნგრევით და ნგრევა) მოცემული პერფერატორი არის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შეასრულებთ სამუშაოების ფართო სპექტრს:
- ხვრელის ბურღვა ბეტონში, ქვაში და აგურში
- ბურღვა/ნგრევა ქვის მრგვალად ამოსაჭრელი ბურღით ბეტონში, აგურში და ფილაში.
- ბურღვა – მეტალი, ხე, მეტლახი, პლასტმასი და სხვა მასალების
- სამშენებლო ბათქაშის მორევა
სწრაფადცვლადი ვაზნა
გჭირდებათ ხის ან ლითონის გაბურღვა და არ გაქვთ საბურღი? სწრაფადცვლადი ვაზნის წყალობით, შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენთვის სასურველი სამუშაოს სახეზე. უბრალოდ შეცვალეთ ვაზნა და განაგრძეთ მუშაობა!
ერგონომიკა და კომფორტი
- კომფორტული რეზინის სახელურების წყალობით, ინსტრუმენტს კომფორტულად და საიმედოდ დაიჭერთ ხელში.
- ჩართვის ღილაკში ჩასმული სიჩქარის მარეგულირებელი საშუალებას გაძლევთ სწრაფად აირჩიოთ საჭირო სიჩქარე ნებისმიერი დავალებისთვის.
- გრძელი რეზინის კაბელი (4 მ) საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ დენის წყაროსგან მოშორებით.
- კაბელი ყინვაშიც კი ინარჩუნებს ელასტიურობას.
- ბურღის სიღრმის შემზღუდველი საშუალებას გაძლევთ მარტივად გააკეთოთ საჭირო სიღრმის ხვრელები.
- ნახშირის კუთხეების შეცვლით მიღებული უკუბრუნი ისეთივე მძლავრია, როგორც პირდაპირი.
ეფექტურობა
2,8 ჯ დარტყმის ძალის დახმარებით, პერფერატორს შეუძლია საბურღი თავაკით თამამად გაბურღოს 26 მმ_მდე ხვრელები ბეტონში, აგურში, ქვაში და სხვა მინერალურ ზედაპირებზე. ქვის მრგვალად ამოსაჭრელი ბურღის მაქსიმალური ზომაა 68 მმ, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავბურღოთ დენის სოკეტის ყალიბი აგურში, ბეტონში, ქვაში და სხვა მატერიებში სულ რამდენიმე წუთში. სამშენებლო ბათქაშის მორევა 20 ლიტრამდე, 100 მმ_იანი თავაკით სულ რაღაც 5 წუთს წაგართმევთ.
საიმედო დაცვა
- როტორი და სტატორი დაფარულია სამშრიანი თერმო გამძლე ლაქით, რაც იმის გარანტიაა, რომ მაქსიმალური დატვირთვით ხანგრძივი სამუშაოების დროს, თავიდან აიცილებთ ნეგატიურ შედეგებს.
- საკისარი და ჩამრთველი ღილაკი მტვერის შეღწევისგან დაცულია
- რედუქტორი და დამრტყმელი მექანიზმი დამზადებულია ლეგირებული და გამყარებული ფოლადისაგან.
უსაფრთხოება
პერფერატორი აღჭურვილია დამცავი R-control ფუნქციით, რაც ხელს შეუწყობს ოპერატორის დაზიანებების თავიდან აცილებას თავაკის გაჭედვისას და სამუშაოს გახდის უსაფრთხოს. პერფერატორის კორპუსს აქვს ორმაგი იზოლაცია, რომელიც იცავს მომხმარებელს საგანგებო ვითარების შემთხვევაში.