დაბალანსებული
მოდელი წარმატებით აერთიანებს მძლავრ ძრავს, მცირე წონას (2.3 კგ) და კონსტრუქციის საიმედოობას. სპეციალური ხერხის პირების გამოყენებისას, ინსტრუმენტს შეუძლია მუშაობა კერამიკულ ფილებზეც, რაც ამარტივებს სამონტაჟო სამუშაოებს ძნელად მისადგომ ადგილებში. აღნიშნული ხელსაწყო იქცევა თქვენს შეუცვლელ ასისტენტად, როგორც საშინაო საქმეებისთვის, ასევე დამწყებისთვის.
კომფორტული
ინსტრუმენტს გააჩნია ჩამრთველი ღილაკის მაფიქსირებელი, რაც მოგცემთ საშუალებას იმუშაოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღილაკის დაჭერის გარეშე. თქვენ უბრალოდ უნდა უხელმძღვანელოთ ინსტრუმენტის მოძრაობას. ქსელში ჩართვის ინდიკატორი გაცნობებთ, თუ ძაბვა გაქრება. მოცემული მაჩვენებელი ასევე ხელს უწყობს გაუმართაობის სწრაფ დიაგნოსტიკას მისი წარმოქმნის შემთხვევაში.
უსაფრთხო
მოცემულ ბეწვა ხერხს გააჩნია თავაკის ცვლის ინოვაციური უმექანიზმო შესაძლებლობა ,რაც ზოგავს დროს და თქვენს სამუშაოს გახდის მეტად უსაფრთხოს. იმისთვის რომ, გამოცვალოთ სამუშაოს შემდეგ გახურებული თავაკი (ხერხი), არ მოგიწევთ გაცივებისთვის ლოდინი, საკმარისია, მხოლოდ და მხოლოდ, დააჭიროთ შესაბამის ღილაკს და თავაკი თავისით მოიხსნება.
სამუშაო მტვერის გარეშე
ინსტრუმენტი ადაპტირებულია მტვერსასრუტით სამუშაოდ. მტვერსასრუტთან შესაერთებელი მილის შიდა დიამეტრი შეადგენს 35 მმ_ს, ხოლო გარე – 40 მმ_ს, რაც დაგეხმარებათ სამუშაოს ხარისხიანად და მტვერის გარეშე შესრულებაში.
უნივერსალურობა
მოდელს გააჩნია სამუშაო თავაკის (ხერხის) მუშაობის დროს რხევის 4 რეჟიმი:
პირველი რეჟიმი: მყარი ხის სახეობების ჭრა (წიფელი, მუხა და ა.შ);
მეორე რეჟიმი: საშუალო სიმყარის ხის სახეობების ჭრა (მურყანი, ცაცხვი);
მესამე რეჟიმი: რბილი ხის სახეობების ჭრა (ფიჭვი, ნაძვი);
ნული რეჟიმი: პლასტმასი და მეტალი (უჟანგავი ფოლადი, ალუმინი, არაგამყარებული ფოლადი და ა.შ) ამ რეჟიმში თავაკი (ხერხი) მოძრაობს რხევის გარეშე. ასევე მოცემული რეჟიმი გამოიყენება ფიგურული ჭრისთვის.
საიმედოობა
ხელსაწყოს ძირი დამზადებულია “დაშტამპული” ფოლადისგან და გაძლიერებულია ჩამოსხმული ალუმინის ჩანართით, რომელიც უზრუნველყოფს საიმედოობას შემთხვევითი ვარდნის ან ტრანსპორტირების შემთხვევაში.
მობილობა
სადენის საიზოლაციო მასალა დამზადებულია ელასტიური რეზინისგან, რაც იცავს მას დაზიანებისგან დაბალ ტემპერატურაზე. სადენის სიგრძე (3 მ) მოგცემთ საშუალებას იმუშაოთ დამაგრძელებელის გარეშე.
მრავალფუნქციონალურობა
ჩამონტაჟებული სიჩქარის რეგულატორი მოგცემთ საშუალებას იმუშაოთ კონკრეტული სახის სამუშაოსთვის სათანადო სიჩქარით.
ეს აუცილებლად გამოგადგებათ კომპოზიციური მასალების ან ფერადი ლითონების ხერხვისას.
სასურველ კუთხეზე მუშაობის შესაძლებლობა
ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ნაწილების რთული მიერთება ან ჭრა, ინსტრუმენტს შეუძლია იმუშაოს 45 ° _მდე კუთხეზე.