ფართო შესაძლებლობები
ბეწვა ხერხი (ლობზიკი) DNIPRO-M JS-65LX გამოიყენება ლამინირებული იატაკის, პარკეტის დაფების და ა.შ 25 მმ_მდე სისქის სამონტაჟო სამუშაოებისთვის.
ბეწვა ხერხის ძრავი უძლებს მოკლევადიან მძიმე დავალებებს, მაგრამ არ არის გათვლილი მშენებლობასთან დაკავშირებული მძიმე სამუშაოსთვის. როგორც მომდევნო მოდელს JS-80LX_ს ასევე აღნიშნულ მოდელს გააჩნია: სამუშაო ზონის – განათება და დაბერვა მტვრის მოსაცილებლად. მოცემულ ყველა ინოვაციებთან ერთად აპარატი იწონის მხოლოდ 2,4 კგ_ს.
სამუშაო თავაკის მოსახერხებელი ცვლა
მოცემულ ბეწვა ხერხს გააჩნია თავაკის ცვლის ინოვაციური უმექანიზმო შესაძლებლობა, რომელიც მთლიანად დამზადებულია ლითონისგან. აღნიშნული ფუნქცია ზოგავს დროს, ხდის მეტად უსაფრთხოს და აუმჯობესებს თავაკის ფიქსაციას. იმისთვის რომ, გამოცვალოთ სამუშაოს შემდეგ გახურებული თავაკი (ხერხი), არ მოგიწევთ გაცივებისთვის ლოდინი, საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ დააჭიროთ შესაბამის ღილაკს და თავაკი თავისით მოიხსნება. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ დამცავი ეკრანის (პლასტმასის) პოზიციის ცვლის შესაძლებლობა.
სამუშაო მტვერის გარეშე
ინსტრუმენტი ადაპტირებულია მტვერსასრუტით სამუშაოდ. მტვერსასრუტთან შესაერთებელი მილის შიდა დიამეტრი შეადგენს 35 მმ_ს, ხოლო გარე – 40 მმ_ს, რაც დაგეხმარებათ სამუშაოს ხარისხიანად და მტვერის გარეშე შესრულებაში.
მოხერხებულობა
ინსტრუმენტს გააჩნია ჩამრთველი ღილაკის მაფიქსირებელი, რაც მოგცემთ საშუალებას იმუშაოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღილაკის დაჭერის გარეშე.
კომფორტი სამუშაო პროცესის დროს
მოცემულ ინსტრუმენტში ჩამონტაჟებულია LED განათება, რომელიც მოგცემთ საშუალებას იმუშაოთ ცუდი ხილვადობის დროსაც კი. ხელსაწყოს სახელური დარეზინებულია, რაც ინსტრუმენტის ხელში საიმედო ფიქსაციისა და სამუშაო პროცესის დროს კომფორტის გარანტიაა.
სამუშაო არეალის დაბერვა
სამუშაო ზონის დაბერვა ხორციელდება გადამრთველის დახმარებით, რომელიც უცვლის მიმართულებას ჰაერის ნაკადს. იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის დროს იყენებთ მტვერსასრუტს, მოცემული ფუნქცია უნდა გათიშოთ.
უნივერსალურობა
მოდელს გააჩნია სამუშაო თავაკის (ხერხის) მუშაობის დროს რხევის 4 რეჟიმი:
– პირველი რეჟიმი: მყარი ხის სახეობების ჭრა (წიფელი, მუხა და ა.შ)
– მეორე რეჟიმი: საშუალო სიმყარის ხის სახეობების ჭრა (მურყანი, ცაცხვი)
– მესამე რეჟიმი: რბილი ხის სახეობების ჭრა (ფიჭვი, ნაძვი)
– ნული რეჟიმი: პლასტმასი და მეტალი (უჟანგავი ფოლადი, ალუმინი, არაგამყარებული ფოლადი და ა.შ) ამ რეჟიმში თავაკი (ხერხი) მოძრაობს რხევის გარეშე. ასევე მოცემული რეჟიმი გამოიყენება ფიგურული ჭრისთვის.
მობილობა
სადენის საიზოლაციო მასალა დამზადებულია ელასტიური რეზინისგან, რაც იცავს მას დაზიანებისგან დაბალ ტემპერატურაზე. სადენის სიგრძე (3 მ) მოგცემთ საშუალებას იმუშაოთ დამაგრძელებლის გარეშე.
მრავალფუნქციონალურობა
ჩამონტაჟებული სიჩქარის რეგულატორი მოგცემთ საშუალებას იმუშაოთ კონკრეტული სახის სამუშაოსთვის სათანადო სიჩქარით. მაგალითად, მეტალს ჭრიან მინიმალურ სიჩქარეზე, იმისთვის რომ არ გადახურდეს მასალა და თავაკი (ხერხი).
სასურველ კუთხეზე მუშაობის შესაძლებლობა
ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ნაწილების რთული მიერთება ან ჭრა. ინსტრუმენტს შეუძლია იმუშაოს 45 ° _მდე კუთხეზე.