დანიშნულება
GL-240 ელექტრო კუთხსახეხი საუკეთესო არჩევანია 5 მმ_მდე სისქის მოცულობითი ლითონის (ჩვეულებრივი და პროფილის მილები, არხების ზოლები) ჭრისა და მოხეხვისთვის. გარდა ამისა, მოდელი იდეალურად უმკლავდება მოცულობითი ლითონის, ბეტონისა და რკინაბეტონის სწრაფ ვერტიკალურ ჭრას.
მოცემული მოდელი ასევე უმკლავდება არმატურას, 8 მმ_მდე ლითონის ფურცლის, 60 მმ სიღრმემდე ბეტონის, ქვის, კერამიკის, აგურის და ა.შ ჭრას.
მოდელის მახასიათებლები
სიმძლავრე და მბრუნავი სახელურის არსებობა მოდელს უნივერსალურს ხდის. მოცემული მოდელის მონაცემები სრულად დაგაკმაყოფილებთ როგორც სახლში, ასევე პროფესიონალური საქმიანობის დროს, დღეში 10 საათამდე ხანგრძლივობით.
სიმძლავრე
2400 ვტ სიმძლავრის მქონდე ძრავი საშუალებას მოგცემთ გაჭრათ 35×100 მმ M150 ტიპის ღარი ბეტონში 42 წმ_ში
საიმედოობა
დაცვის სტანდარტებთან ერთად, რომლებიც აქვთ საბაზისო მოდელებს RS ტიპის მტვრის საკისრები და ლაქით დაფარული როტორი, GL-240_ს დაემატა ძრავის არმირებული დაცვა და საკისარის კაუჩუქის ჩანართი, რაც მოგცემთ საშუალებას გამოიყენოთ კუთხსახეხი რთულ სამშენებლო პირობებში.
ნელი აღება
დენის შემზღუდავი (ნელი აღების ფუნქცია) ამცირებს ელექტროენერგიის დატვირთვას მოწყობილობის ჩართვისას, რაც ხელს უშლის მის სწრაფ ცვეთას. გარდა ამისა, მოცემული პარამეტრი იცავს ხელსაწყოს უეცარი ჩართვისგან.
კომფორტი სამუშაო პროცესში
3 მეტრი სიგრძის დარეზინებული სადენი, ძლიერი ძრავი და სამ პოზიციანი დარეზინებული დამატებითი სახელური უზრუნველყოფს კომფორტს ხანგრძლივი მუშაობის დროს.