მოდელის მახასიათებლები
GL-145S ელექტროკუთხსახეხი წარმოადგენს უნივერსალურ მოდელს, რომელიც მარტივად გაუმკლავდება საყოფაცხოვრებო და პროფესიულ დავალებებს. მოცემული მოდელი გამოირჩევა კორპუსის მოგრძო ფორმით, დარეზინებული დამხმარე სახელურით, მაღალი სიმძლავრით, ასევე მტვრისა და ნარჩენებისგან გაუმჯობესებული დამცავი სისტემით. ხელსაწყო განკუთვნილია მოხეხვასა და ჭრისთვის.
დანიშნულება
მოცემული მოდელი შესანიშნავად გაუმკლავდება ყველა ტიპის საყოფაცხოვრებო სამუშაოებს (სარემონტო სამუშაოები სახლში, აგარაკზე, ავტოფარეხში და ა.შ). ხელსაწყოს გამოყენება ასევე შესაძლებელია მშენებლობაში ან სამრეწველო საჭიროებებისთვის (დღეში 8 საათამდე ხანგრძლივობის მუშაობის პირობებში).
ეფექტურობა
GL-145S შესანიშნავი არჩევანია 20 მმ-მდე არმატურის, 6 მმ-მდე ლითონის ფურცლის, ფილების, ქვის, კერამიკის, აგურის, ქაფის და ა.შ ჭრისთვის. ხელსაწყო ასევე უმკლავდება საშუალო სიმკვრივის ბეტონთან მუშაობას. GL-145S მარტივად მოხეხავს ხესა და ლითონს 100 მმ დიამეტრის ჯაგრისით.
სიმძლავრე
1450 ვტ. სიმძლავრის მქონე ძრავი მოგცემთ საშუალებას გაჭრათ 14 მმ დიამეტრის მქონე არმატურა სულ 2,7 წამში,და მოხეხოთ 1 მ სიგრძის შედუღების ნაკერი კი – 2,8 წუთში.
საიმედოობა
დაცვის სტანდარტებთან ერთად, რომლებიც აქვთ საბაზისო მოდელებს – RS ტიპის მტვრის საკისრები და ლაქით დაფარული როტორი, GL-145S – ს დაემატა ძრავის არმირებული დაცვა რომელიც იცავს სტატორს დაზიანებისგან ქვაზე და ბეტონზე მუშაობისას.
სწრაფი ფიქსაცია
რგოლის დამცავის სწრაფი ფიქსაცია აადვილებს პოზიციის შეცვლას დამატებითი საშუალებების გამოყენების გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს სამუშაო დროს.
კომფორტული მუშაობა
ხელსაწყოს აქვს გრძელი ძირითადი, დამატებითი ორპოზიციანი დარეზინებული სახელური, სწრაფად ცვლადი რგოლის დამცავი და 3 მეტრი სიგრძის დარეზინებული სადენი, რაც ქმნის საგრძნობ კომფორტს ხანგრძლივი მუშაობის დროს.