მოდელის მახასიათებლები
GL-125S – ყველაზე მძლავრი საბაზისო მოდელია გრძელი სახელურის მქონე კუთხსახეხების ასორტიმენტში. მოცემული მოდელი იდეალური არჩევანია მოხეხვისა და ჭრისთვის. სახელურის სპეციალური ფორმა, მცირე ზომები და სიმძლავრე 1250 ვატი ხდის ინსტრუმენტს მანევრულს და საშუალებას გაძლევთ გაჭრათ და გახეხოთ სხვადასხვა ზედაპირი.
დანიშნულება
მოცემული მოდელი შესანიშნავად უმკლავდება ყველა სახის საყოფაცხოვრებო სამუშაოებს (სახლის რემონტი, აგარაკებსა და ავტოფარეხში) დღეში 7 საათამდე ხანგრძლივობით.
GS-125S კარგი არჩევანია 18 მმ_მდე არმატურის გასაჭრელად, 5 მმ_მდე ლითონის, ფილების, ქვის, კერამიკის და აგურის. მოცემული ინსტრუმენტი ადვილად ხეხავს ხესა და ლითონს
100 მმ_მდე დიამეტრის ჯაგრისით.
სიმძლავრე
1250 ვატის მქონე მძლავრი ძრავი საშუალებას გაძლევთ გაჭრათ 14 მმ_იანი არმატურა მხოლოდ და მხოლოდ 2.9 წამში და გაწმინდოთ 1 მეტრამდე შენადუღები ზედაპირები 3 წუთში.
საიმედოობა
RS დახურული ტიპის, მტვრისგან დაცული საკისრები და ლაქით დაფარული როტორი იცავს ხელსაწყოს დაზიანებებისგან მტვერით და პატარა ნაწილაკებით, რომელიც ხვდება კონსტრუქციაში მუშაობის პროცესში.
კომფორტი სამუშაო პროცესში
გრძელი ძირითადი და მეორე დამხმარე სახელურები უზრუნველყოფენ ხელსაწყოს უსაფრთხო დაჭერას ხეხვის პროცესში. სულ 2.3 კგ წონა კი, ხდის ინსტრუმენტს მეტად მანევრულს ამ ფორმის და სიმძლავრის ელექტრო კუთხსახეხების მოდელებს შორის.